თბილისის მერიამ გურამ დოჩანაშვილი 2020 წელს თბილისის საპატიო მოქალაქედ დაასახელა.
82 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაცია კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” დაადასტურეს.
მწერალი ხსენებულ კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
გურამ დოჩანაშვილი არაერთი მნიშვნელოვანი რომანისა და მოთხრობის ავტორია. დოჩანაშვილს 2010 წელს გადაეცა პრემია “საბა” “ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის”, ასევე, ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის “ბრმადყოფილზე”.