“ქართული ოცნების” წევრების თქმით, IRI-ის ახალმა კვლევამ ის აჩვენა, რაც “კვლევის გარეშეც დიდი ხანია ჩანს”. “ოცნების” წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველს ვადამდელი არჩევნები არ სურს.
“[IRI-ის კვლევა] ნათლად გვიჩვენებს, რომ ამომრჩეველს არანაირი სურვილი არ გააჩნია რაიმე სახის რიგგარეშე არჩევნებისა. ბოიკოტი მათთვის მიუღებელია და ამ კვლევებიდანაც ჩანს და არ სჭირდება ამას დიდი კვლევა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამომრჩეველს და მოსახლეობას აბსოლუტურად სხვა პრობლემები აწუხებს”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრი შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ კვლევამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“ის სურათი, რაც გამოჩნდა, ამ სურათს ჩვენ ვხედავთ ბოლო 5 თვეა ჩვენს საზოგადოებაში ყოველგვარი კვლევების გარეშე და ეს სურათი არის ცალსახა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს. ყველა მოუწოდებს ჩვენს ოპონენტებს, რომ თავი დაანებონ დესტრუქციას და იგრძნონ ის პასუხისმგებლობა, რომელიც მათ აკისრიათ საკუთარი ამომრჩევლის და მოქალაქეების წინაშე, შემოვიდნენ პარლამენტში და იმუშაონ აქ იმ რეალურ პრობლემებზე, რომელზეც ამ კვლევაშიც იყო საუბარი”, — განაცხადა პაპუაშვილმა.
IRI-ის გამოკითვხის თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტს 60% არ ეთანხმება. სამადაშვილის თქმით, საზოგადოებას ურჩევნია, რომ ოპოზიცია პარლამენტში იყოს. ამავე კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარი ვადამდელ არჩევნებს ეთანხმება, ნახევარი კი, არა.