პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პრემიერი წერს, თავს კარგად გრძნობს და თვითიზოლაციაში იმყოფება:
“ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში.”
დღეს, 6 აპრილს, ქვეყანაში კორონავირუსის 897 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში სულ 24 592 კვლევა ჩატარდა, მათ შორის 18 536 ანტიგენის, 6 056 კი- PCR ტესტი იყო. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 2.32 %.
კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-მდე გაიზარდა