ახალი ამბები

კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-მდე გაიზარდა

6 აპრილი, 2021 •
კორონავირუსის 897 შემთხვევა გამოვლინდა, დადებითობის მაჩვენებელი 3.65%-მდე გაიზარდა

Stopcov.ge-ის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 24 592 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 536 კვლევა ანტიგენის ტესტით, 6 056 კი-  PCR ტესტით.

შედეგად, ვირუსით ინფიცირების 897 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 284 958-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 3 832 პირი ემსხვერპლა.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 5 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.65%, ბოლო 14 დღის მანძილზე — 1.94%, ხოლო 7 დღის მანძილზე — 2.32 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 196 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  275 220-მდე.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 897 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 463 შემთხვევა
  • აჭარა — 83
  • იმერეთი – 88
  • ქვემო ქართლი – 41
  • შიდა ქართლი – 32
  • გურია – 31
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 96
  • კახეთი – 19
  • მცხეთა-მთიანეთი – 24
  • სამცხე-ჯავახეთი – 1
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 880, საიდანაც 1 892 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –  911, აჭარაში – 286, იმერეთში – 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 357 პირი, მათ შორის, თბილისში – 171, აჭარაში – 44, იმერეთში -70. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 62 პირი, მათგან თბილისში – 39, აჭარაში – 3, იმერეთში – 8. 269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 – თბილისში, 98 – აჭარაში.  3 719  პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 92, ხოლო აჭარაში – 9.

6 ოქტომბრიდან – 5 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია  24 017 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 213 პირი, აჭარაში – 1 291, იმერეთში – 1 018.

მასალების გადაბეჭდვის წესი