ახალი ამბები

ლაგოდეხში კაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

6 აპრილი, 2021 •
ლაგოდეხში კაცი დაჭრეს, დაკავებულია ერთი პირი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში კაცი დაჭრეს. შემთხვევა გუშინ, 5 აპრილს, ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაჭრილი ლაგოდეხის კლინიკა “არქიმედეშია” გადაყვანილი, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი და გამოძიება სისხლის სამართლის 117- ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი