დღეს, 5 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა კანონს ხელი, რომლითაც კიდევ ორი ვადით შეეძლება ხელისუფლების სათავეში ყოფნა.
მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში 2024 და 2030 წლებშია დანიშნული. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან პუტინს აქვს შესაძლებლობა, 2036 წლამდე იყოს ქვეყნის პრეზიდენტი.
კანონის თანახმად, ამიერიდან პირს პრეზიდენტად არჩევა მხოლოდ 2 ვადით შეეძლება, თუმცა დოკუმენტში ასევე წერია, რომ ეს შეზღუდვა არ ეხება იმ პრეზიდენტს, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის იყო ხელისუფლების სათავეში.
პუტინმა ამ კანონით თავისივე საპრეზიდენტო ვადები გაანულა, ამასთანავე, კენჭისყრა შეეძლება რუსეთის ყოფილ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევსაც.