ახალი ამბები

შემცრიდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა COVID-19-ს კარგად უმკალვდება – IRI

5 აპრილი, 2021 •
შემცრიდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ მთავრობა COVID-19-ს კარგად უმკალვდება – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% კმაყოფილია იმით, თუ როგორ უმკლავდება მთავრობა  COVID-19-ს, ხოლო 39%- უკმაყოფილო.

შედარებისთვის, გასული წლის ივნისში ჩატარებული კვლევისას 79% იყო კმაყოფილი ამ კუთხით მთავრობის საქმიანობით, ხოლო 20%- უკმაყოფილო.

კითხვაზე, რამდენად კმაყოფილი ხართ COVID-19-ის ეკონომიკური შედეგების მოსაგვარებლად მთავრობის მცდელობებით, გამოკითხულთა 45% კმაყოფილია,  54%- უკმაყოფილო.

იმავე კითხვაზე ივნისში გამოკითხულთა 56% პასუხობდა, რომ კმაყოფილი იყო, 42% — უკმაყოფილო.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტოი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი