ახალი ამბები

ოზურგეთში ავარიის შედეგად დედა დაიღუპა, ბავშვები დაშავდნენ

5 აპრილი, 2021 •
ოზურგეთში ავარიის შედეგად დედა დაიღუპა, ბავშვები დაშავდნენ

ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, რომელიც მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სასწრაფო დახმარების სამსახურში განუცხადეს, ბავშვებს სხეულის სხვადასხვა ადგილას ტრავმები აღენიშნებათ და კლინიკაში არიან გადაყვანილი, ქალი კი გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მასალების გადაბეჭდვის წესი