“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პარტიის მხარდამჭერების მიერ ბათუმში ცოცხებით გამართულ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს “ოცნების” მხარდამჭერების პასუხია ოპოზიციის მხარდმაჭერებისა და აქტივისტების “შეურაცხმყოფელ პლაკატებზე”, რომელიც პარტიისგან წახალისებული არ ყოფილა.
მისი თქმით, ბათუმის “ქართული ოცნების” ოფისში მომუშავე ადამიანებს ყოველდღიურად დიდი თმენის გამოჩენა უწევთ, თუმცა ისინიც “ჩვეულებრივი ადამიაენები” არიან.
“არ იყო ეს[ცოცხებით აქცია] წახალისებული. როდესაც მოვლენ თქვენს ოფისთან და შეურაცხმყოფელ პლაკატებს გაგიკრავენ და შეძახილებს გააკეთებენ, ბუნებრივია, რომ ვიღაც მივა და ანალოგიურ, ოღონდ მათი ისტორიისთვის დამახასიათებელ პლაკატს მიაკრავს მათ ოფისთან[…]
იმ აქტივისტებს, რომელთაც შტატიანი სამოქალაქო აქტივისტები ჰქვიათ, არის თუ არა ეს ნორმა, რასაც ისინი იძახიან და აკეთებენ, ყოველდღიურად “ქართული ოცნების” ოფისთან რასაც ისინი აკეთებენ? ძალიან დიდ თმენას იჩენენ, იმიტომ, რომ იმ “ქართული ოცნების” ოფისშიც მუშაობენ ჩვეულებრივი ადამიანები”, — განაცხადა ქადაგიშვილმა.
გუშინ, 4 აპრილს, საღამოს, ბათუმში ცოცხებით გამართეს აქცია „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.
ეს კონტრაქცია მოეწყო ბათუმში 3 აპრილს გამართული აქციის საპასუხოდ, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/338084/