ახალი ამბები

კახი კალაძემ კლინიკა დატოვა – პრესცენტრი

4 აპრილი, 2021 • 1099
კახი კალაძემ კლინიკა დატოვა – პრესცენტრი

თბილისის მერმა კახი კალაძემ კლინიკა დატოვა. ინფორმაციას მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ავრცელებს ფეისბუკზე.

კალაძემ 26 მარტს გამოაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ აქტიურობდა და ერთ-ერთ კლინიკაში კვლევები უტარდებოდა.

თავდაპირველი ინფორმაციით, მას დაუდგინდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი [ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობა წარმოადგენს თავის ტვინის კომპლექსურ დაავადებას, რომელიც წრამოიქმნება ტვინში სისხლის მიმოქცევის შემცირების გამო].

თუმცა ეს ინფორმაცია საბოლოოდ არ დადასტურდა და, როგორც მერიის პრესცენტრმა განაცხადა, სახეზე იყო „არტერიული წნევის არასტაბილობა“; საბოლოო დიაგნოზით, მერს ვესტიბულოპათია დაუდასტურდა.

„აღნიშნული დარღვევები განპირობებულია მისი სპორტული წარსულით და დაძაბული შრომითი განრიგით“, – განაცხადა კალაძის მკურნალმა კარდიოლოგმა, პროფესორმა ზურაბ ფაღავამ.

კალაძის მიერ კლინიკის დატოვების შესახებ ინფორმაცია პრესცენტრმა 4 აპრილს, დღის საათებში გაავრცელა.

მოგვიანებით კალაძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ „გარკვეული დღეების განმავლობაში“ მკურნალობას სახლში განაგრძობს.

პირველ რიგში, მადლობით მინდა დავიწყო. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა. მადლობას ვუხდი ექიმებს,…

Posted by Kakha Kaladze კახა კალაძე on Sunday, April 4, 2021

მასალების გადაბეჭდვის წესი