ახალი ამბები

ფეისბუკის 553 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კვლავ გასაჯაროვდა

4 აპრილი, 2021 • 684
ფეისბუკის 553 მლნ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია კვლავ გასაჯაროვდა

„ფეისბუქის“ 533 მილიონი მომხმარებლის პირადი ინფორმაცია — ტელეფონის ნომრები, დაბადების თარიღები, ლოკაციები, ბიოგრაფიული ცნობები და ზოგ შემთხვევაში ელ-ფოსტის მისამართები — ერთ-ერთ საიტზე კვლავ გასაჯაროვდა.

„ფეისბუკის“ თანახმად, საუბარია „ძალიან ძველ“, 2019 წელს გაჟონილ მონაცემებზე, რაც უკავშირდებოდა პრობლემას, რაც 2019 წელსვე მოაგვარეს.

„ბლუმბერგის“ თანახმად, მას შემდეგ, რაც საინფორმაციო ბაზები მესამე პირთათვის ხელმისაწვდომი ხდება, კომპანიას აღარ აქვს შესაძლებლობა, ამ ბაზების ონლაინ გავრცელება როგორმე შეაჩეროს.

გამოცემის შეფასებით, ეს ფაქტი მოგვაგონებს, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანიას აქვს შესაძლებლობა, შეაგროვოს დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუმცა პრობლემები აქვს ამ სენსიტიური ქონების დაცვაში.

აღნიშნული მონაცემები კიბერდანაშაულზე მომუშავე ორგანიზაცია Hudson Rock-ის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს ერთ-ერთს ჰაკერულ ფორუმზე 3 აპრილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი