ახალი ამბები

CDC: ვაქცინირებულ პირებს აშშ-ში თავისუფლად მგზავრობა შეუძლიათ

2 აპრილი, 2021 • 921
CDC: ვაქცინირებულ პირებს აშშ-ში თავისუფლად მგზავრობა შეუძლიათ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის (CDC) გადაწყვეტილებით, პირებს, ვისაც კორონავირუსისგან სრულად არის ვაქცინირებული, შეუძლიათ თავისუფლად იმგზავრონ შეერთებულ შტატებში იმ პირობით, თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადით იქნებიან, იტყობინება „ენ ბი სი“.

თუმცა, მიუხედავად ამისა, უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

სრულად ვაქცინირებულად ითვლება ადამიანი, რომლის მიერ კორონავირუსის ვაქცინის მეორე დოზის გაკეთების დღიდან ორი კვირა გავიდა.

შეზღუდვის მოხსნა ეხებათ მათ, ვინც Pfizer-ის, Moderna-ს ან Johnson & Johnson-ის ვაქცინით აიცრა.

ამასთან ერთად, შეზღუდვის შემსუბუქება ვრცელდება საერთაშორისო მგზავრებზეც, თუმცა CDC მათ მოუწოდებთ, აშშ-ში ჩასვლამდე კორონავირუსის ტესტი გაიკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი