ახალი ამბები

“როცა მამისტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია” — მდინარაძე ვოლკის უცენზურო ჟესტზე

2 აპრილი, 2021 •
“როცა მამისტოლა კაცს აგინებ, ძნელი მოსათმენია” — მდინარაძე ვოლკის უცენზურო ჟესტზე

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ “ძნელი მოსათმენია, როცა მამისტოლა კაცს აგინებენ და მონას ეძახიან”. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს უთხრა თავისი თანაგუნდელის, გია ვოლსკის უცენზურო ჟესტის კომენტირებისას.

“ჩვენ ყველას გვაქვს თმენის ვალდებულება. ვოლსკისთანაც გექნებათ კომენტარის ჩაწერის საშუალება და არა მგონია, რა კარგი რამე გავაკეთეო, თავად მან თქვას. თუმცა მეორე მხარეც აქვს ამ ყველაფერს. მე ნამდვილად არ ვცდილობ რამის გამართლებას ან გამტყუნებას, მაგრამ როდესაც მამისტოლა კაცს აგინებ, მონას ეძახი და ამ დროს შენი პროტესტი დაგეგმილია და ამ ყველაფერს სათავეში ეფესბეს აგენტურა უდგას, მართლა ძნელი მოსათმენია”, — აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

“ოცნების” ოფისთან, სადაც უმრავლესობის სხდომა იმართებოდა, დღეს, 2 აპრილს, აქტიცისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი პარლამენტარ გია ვოლსკის მიმართავდნენ შეძახილებით “მონა”, რასაც დეპუტატმა უცენზურო ჟესტით უპასუხა.

ვოლსკიმ აქტივისტებს შეურაცხმყოფელი ჟესტი უჩვენა

მასალების გადაბეჭდვის წესი