“ლელო” გმობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის საქციელს და მოითხოვს, რომ საქართველოს პარლამენტმა და მმართველმა პარტიამ მიიღოს სათანადო ზომები და დაატოვებინოს ვოლსკის ვიცე-სპიკერის თანამდებობა.
“სხვა შემთხვევაში მის მოქმედებაზე პასუხისმგებლობის გიზიარება მოუწევს პარტია „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტში წარმოდგენილ თითოეულ დეპუტატს”, – ნათქვამია “ლელოს” განცხადებაში.
“ლელოს” შეფასებით, გიორგი ვოლსკის საქციელი ახალგაზრდა აქტივისტების მიმართ სცდება ადამიანის ქცევის საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტს და ეს კიდევ უფრო მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ იგი არის მაღალი თანამდებობის პირი, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სახე.