ახალი ამბები

ელენე ხოშტარია ქართველი სტუმრის დამბეზღებელი, ნაციონალი – ანტივაჟაა – კობახიძე

1 აპრილი, 2021 •
ელენე ხოშტარია ქართველი სტუმრის დამბეზღებელი, ნაციონალი – ანტივაჟაა – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს ვაჟა-ფშაველას სიტყვებით ეხმაურება და ამბობს, რომ “დღეს სტუმარია ეგ ჩემი, თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა” წესის ობიექტი სწორედ მტერია.

როგორც კობახიძე ამბობს, პოზნერის ვიზიტის გამო პროტესტი “ნაციონალური მოძრაობის” მენტალიტეტში არსებული პრობლემით აიხსნება და ელენე ხოშტარიაც, როგორც “ნაციონალი – ანტივაჟა”, ქართველი სტუმრის დამბეზღებელია.

მისი თქმით, “ნაციონალი – ანტივაჟაა”, ელენე ხოშტარია კი “ქართველი სტუმრის დამბეზღებელი”.

“ამ დასკვნას ამყარებს ელენე ხოშტარიას კიდევ ერთი გუშინდელი გამონათქვამი – ინფორმაცია პოზნერის გეგმების შესახებ მისი მასპინძლისგან მქონდაო. ეს მართლა რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი და უმაღლესი ალბათობით, ეფესბეს აგენტი ყველას გასაგონად ამბობს, რომ ქართველი სტუმრის დამბეზღებელია, ანუ ქართველს აბრალებს იმას, რაც არის თავად, ნაციონალი – ანტივაჟა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ხელში უჭირავთ რუსული ასანთი და ქვეყანას მუდმივად პრობლემებით ემუქრებიან. მათი გუშინდელი ფსევდოპატრიოტული ფსევდოპროტესტიც ამის კიდევ ერთი ნათელი დასტური იყო”, — წერს კობახიძე.


რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი