ახალი ამბები

გამყრელიძე: საქართველო “სინოვაკის” 100 ათას დოზას საჩუქრად მიიღებს

1 აპრილი, 2021 •
გამყრელიძე: საქართველო “სინოვაკის” 100 ათას დოზას საჩუქრად მიიღებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კიდევ ერთი ჩინური წარმოების ვაქცინა შემოვა.

ქვეყანა მიმდინარე კვირის ბოლოს “სინოფარმის” 100 000 დოზას ელოდება, რომელიც საქართველომ შეიძინა, თუმცა ამის პარალელურად, გამყრელიძის თქმით, საქართველო ამავე ოდენობის “სინოვაკის” ვაქცინასაც მიიღებს საჩუქრად:

“ჩვენთან შემოდის “სინოფრამი”, რომელიც იყიდა ქვეყანამ და”სინოვაკი” საჩიუქრად ეძლევა საქართველოს, 100 -100 ათასი დოზა. ეს ორი ჩინური ვაქცინა გამოიყენება ჩინეთის გარდა, სადაც 80 მილიონ ადამიანზე მეტია აცრილი, რიგ ქვეყნებში, მათ შორის, თურქეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთში, სერბეთში, ბრაზილიასა და ჩილეში და ა.შ.” ,- ამბობს ამირან გამყრელიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი