ახალი ამბები

სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, თუმცა 27.5 მილიონი გაყიდა

1 აპრილი, 2021 • 553
სებ-მა აუქციონზე $40 მლნ გამოიტანა, თუმცა 27.5 მილიონი გაყიდა

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 40 მლნ აშშ დოლარი გამოიტანა, თუმცა მხოლოდ 27 500 000 აშშ დოლარი გაიყიდა.

2021 წელს ეს ეროვნული ბანკის მე-5 ინტერვენციაა, აქამდე სებ-მა, ჯამში, 160 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.

ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან უფასურდება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან 0.54 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2 აპრილისთვის 3.44 ლარი გახდა. ლარი 0.22 თეთრით გამყარდა ევროსთანაც, შედეგად, ერთი ევროს ოფიციალური კურსი 4.04 ლარია. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი მომდევნო დღის ოფიციალური გაცვლითი კურსი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი