ახალი ამბები

“სირცხვილია” — პავილიონისი მდინარაძეს პასუხობს

1 აპრილი, 2021 •
“სირცხვილია” — პავილიონისი მდინარაძეს პასუხობს

ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა მდინარაძეს პასუხობს და მიიჩნევს, რომ მისი განცხადება “სირცხვილია”.

“სირცხვილია. რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმეგ წარმოებული ომის დროს მე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვიყავი, პასუხისმგებელი საქართველოს დახმარებაზე, რათა ქართველები გამკლავებოდნენ ამ სასტიკ აგრესიას. იმ მძიმე პერიოდის დროსაც და მერეც, ყოველდღიურად ვიბრძვი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მთელ რეგიონში”, — წერს პავილიონისი.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ გაავლო პარალელი პავილიონისსა და პოზნერს შორის. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მზადაა, შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, შემოუშვან თუ არა საქართველოში ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული.

პავილიონისმაც პრაქტიკულად იგივე თქვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც პოზნერმა – მდინარაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი