პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობის დაწყვების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.
მისი თქმით, შიმშილობის დაწყების მიზეზი საკუთარ ექიმთან შეხვედრის აკრძალვა და წამლების მიუღებლობაა.
“ბრძოლის სხვა მეთოდები არ მაქვს და ვშიმშილობ. მე მაქვს უფლება, მეწვიოს ექიმი და მივიღო წამალი. არცერთის ნება, უბრალოდ, არ მომცეს. ზურგის ტკივილი ფეხზე გადავიდა. მარჯვენა და ახლა მარცხენა ფეხის არეში დავკარგე შეგრძნება. სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ნაცვლად, ძილის უკმარისობით მაწამებენ – ღამეში 8-ჯერ მაღვიძებენ”, – აცხადებს ნავალნი ციხეში დაწერილ წერილში, რომელიც ფეისბუქით გავრცელდა.
ალექსეი ნავალნი მოწამვლის შემდეგ გერმანიაში იმყოფებოდა. რუსეთში დაბრუნების შემდეგ იგი დააკავეს საკუთარი ფონდებიდან ფულის მითვისების ბრალდებით.