ახალი ამბები

ივანე მაჭავარიანი გადადგა

31 მარტი, 2021 • 985
ივანე მაჭავარიანი გადადგა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. როგორც მაჭავარიანი წერს, თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გამო გადადგომა დროებით გადაიფიქრა.

“მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო”,-წერს მაჭავარიანი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“…

Posted by ივანე მაჭავარიანი Ivane Matchavariani on Wednesday, March 31, 2021

ივანე მაჭავარიანი მინისტრის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებებდა, მანამადე  “ჯეოსელის” კომერციული დირექტორი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი