“ჩაფიძის კლინიკის” პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამაზ მაღლაკელიძე “მედ კაპიტალის” ექიმის გარდაცვალებას ვაქცინაციას არ უკავშირებს. აღნიშნული ექიმი სწორედ “ჩაფიძის კლინიკაში” გარდაიცვალა.
“ჩაფიძის კლინიკაში” ამბობენ, რომ პაციენტს სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა ჰქონდა და მათთან მძიმე მგომარეობაში შეიყვანეს:
“ჰქონდა სუნთქვის ქრონიკული უკმარისობა, იყო ჟანგბადდამოკიდებული. მძიმე მდოგმარეობაში შემოვიდა. ჰქონდა გულის უკმარისობა, კარდიალური ასთმა. ეს პაციენტი გულ-ფილტვის უკმარისობით გარდაიცვალა. შეიძლება, 2 კვირის წინ ისეთი დამძიმებული არ იყო, დაავადება მიმდინაროებს ტალღისებურად”, — ამბობს თამაზ მაღლაკელიძე.
ტელეკომპანია “რუსთავი 2-ს” ესაუბრა “მედ კაპიტალის” დირექტორი ზაზა ჯაფარიძეც, რომელმაც განაცხადა, რომ გარდაცვლილმა ექიმმა COVID-19-ზე ვაქცინა 16 მარტს გაიკეთა და მას შემდეგ 1 კვირის განამვლობაში ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას. თუმცა კლინიკის დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ ექიმს ქრონიკული დაავადება ჰქონდა და ხშირად უწევდა ბიულეტენზე გასვლა:
“16-ში ვაქცინირებულმა 1 კვირა იარა კლინიკაში. ზოგადად, ეს ქალბატონი ქრონიკული პაციენტი იყო და ხშირად უწევდა ბიულეტენზე გასვლა”, — ამბობს ჯაფარიძე.
აღნიშნულ საკითხზე დღეს ისაუბრა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საკითხს სწავლობს სამედიცინო რეგულირების სააგენტო, თუმცა წინასწარი მოკვლევით, გარდაცვალებასა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის.
პირველადი მოკვლევით, ვაქცინაციასთან კავშირი არ დგინდება — ტიკარაძე ექიმის გარდაცვალებაზე