საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, პოლიციისა და ჯარის მონაწილეობით შეიქმნება ვაქცინაციის სათადარიგო სია.
ტიკარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საზოგადოებაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა ვაქცინის დაკარგულ დოზებთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპამდე დაკარგულია მხოლოდ 3%-მდე დოზა. ეს არის 181 ცალი და შემდგომში რომ იყოს მინიმუმამდე დაყვანილი დანაკარგი, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პოლიციისა და ჯარის ჩართულობით მოხდეს იმ სათადარიგო სიების შექმნა, რომლებიც სავარაუდო დანაკარგის დოზების აცრაში მიიღებენ მონაწილეობას“, – აცხადებს ტიკარაძე.
ცნობისთვის, „ასტრაზენეკას“ თითო შეფუთვაში არის 10 დოზა, რომელიც გახსნისთანავე უნდა გამოიყენონ. თუ გახსნისას 10-ზე ნაკლები ადამიანი აიცრა, ნაშთი შემდგომ გამოუსადეგარი ხდება.
“შეიქმნას იმ ხალხის სათადარიგო სია, ვინც გამოუყენებლი ვაქცინით ასაცრელად მზადაა” — პეტიცია
