ახალი ამბები

ივნისის ბოლოს მოლდოვა COVAX-ისგან ფაიზერის 100 620 დოზას მიიღებს

30 მარტი, 2021 •
ივნისის ბოლოს მოლდოვა COVAX-ისგან ფაიზერის 100 620 დოზას მიიღებს

მოლდოვა COVAX-ის პლატფორმიდან Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებულ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 100 620 დოზას მიიღებს.

ქვეყანაში ვაქცინების ახალ ნაკადს ივნისის ბოლოსთვის ელოდებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.

“მოხარული ვარ, რომ კომპანიის წარმომადგენლებმა სწრაფად უპასუხეს ჩვენს თხოვნას, მიგვეღო ვაქცინები. ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ იმ ქვეყნების, რომლებიც COVAX პლატფორმაში მონაწილეობენ და გვეხმარებიან, რათა დავაჩქაროთ ჩვენი მოქალაქეების იმუნიზაციის პროცესი”, – ნათქვამია მაია სანდუს განცხადებაში.

მოლდოვამ მოსახლეობის ვაქცინაცია 3 მარტს დაიწყო. თავდაპირველად ქვეყანამ ვაქცინათა პირველი ნაკადი მეზობელი რუმინეთისგან საჩუქრად მიიღო, მოგვიანებით კი COVAX პლატფორმის მეშვეობით მიღებული ვაქცინებით განაგრძო.

მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მასალების გადაბეჭდვის წესი