მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

მოლდოვამ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში თავდაპირველად სამედიცინო სფეროს მუშაკები აიცრებიან. ვაქცინაციის პირველ დღეს ასტრაზენეკას ვაქცინა 751-მა ექიმმა, ექთანმა და სანიტარმა მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ, რომელიც ამ თანამდებობაზე გასულ წელს აირჩიეს, ვაქცინაციის დაწყებასა და უშუალოდ ვაქცინის საჩუქრად გადაცემაში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წევრსა და მოლდოვის მეზობელ სახელმწიფოს – რუმინეთს. #Moldova started #vaccination today! … ვრცლად მოლდოვაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო