ახალი ამბები

დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრა დაიწყო

30 მარტი, 2021 • 837
დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და “ოცნების” შეხვედრა დაიწყო

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და “ქართული ოცნების” საერთო შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას არ ესწრებიან ლეიბორისტული პარტიისა და “პატრიოტთა” ალიანსის წევრები.

მოლაპარაკებების მაგიდასთან კი პარტიებიდან წარმოდგენილი არიან: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “გირჩი”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”.

როგორც ცნობილია, დღევანდელ  შეხვედრაზე კრისტიან დანიელსონი, როგორც მედიატორი, შეთანხმების დოკუმენტის პროექტს წარადგენს. დანიელსონმა გუშინ, 29 მარტს, განაცხადა, რომ იმედოვნებს, პარტიები პასუხისმგებლობას აიღებენ და შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი