ახალი ამბები

ზუგდიდის მერის I-მა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

30 მარტი, 2021 • 1256
ზუგდიდის მერის I-მა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა.

ფარულავამ პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა და მადლობა გადაუხადა საჯარო მოხელეებს, რომლებიც ქვეყნის განვითარებას ემსახურებიან.

“სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების მანძილზე მუშაობა. მადლობა თითოეულს, ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა”, – წერს ფარულავა Facebook-ზე და ზუგდიდის მერ გიორგი შენგელიას წარმატებებს უსურვებს.

გიგა ფარულავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის თანამდებობას 2019 წლის ივლისიდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი