ახალი ამბები

საქართველოში “ფაიზერით” ვაქცინაცია დაიწყო

30 მარტი, 2021 •
საქართველოში “ფაიზერით” ვაქცინაცია დაიწყო

“ფაიზერის” ვაქცინით აცრის პროცესი საქართველოს სამ ქალაქში: იმერეთში, ბათუმსა და თბილისში დღეს, 30 მარტს დაიწყო.

პორტალზე, სადაც აცრის მსურველები რეგისტრირდებიან, ამ დროის მონაცემებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში “ფაიზერით” ვაქცინაციაზე სამივე რეგიონში ადგილები სრულად დაჯავშნილია.

“ფაიზერით” აცრა თბილისში- 4 ჰოსპიტალში, ბათუმსა და ქუთაისში კი თითო-თითოშია შესაძლებელი. რაც შეეხება “ასტრაზენეკას”, ვაქცინაციცა 24-მდე ჰოსპიტალში მიმდინარეობს.

საქართველოში “ფაიზერის” 29 250 დოზა 25 მარტს შემოვიდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ეს დოზა ორზე უნდა გაიყოს, რადგან ვაქცინაციის დასრულებისთვის ერთ ადამიანს აცრა ორჯერ უნდა გაუკეთდეს. ეს ნიშნავს, რომ “ფაიზერის” ვაქცინით ქვეყანაში ამ ეტაპზე დაახლოებით 14 ათასი ადამიანი შეძლებს აცრას.

მასალების გადაბეჭდვის წესი