ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში სკოლების 50%-მდე თანამშრომელი აიცრა | ოფიციალური სტატისტიკა

29 მარტი, 2021 •
აზერბაიჯანში სკოლების 50%-მდე თანამშრომელი აიცრა | ოფიციალური სტატისტიკა

აზერბაიჯანის ოფიციალური სტატისტიკით, 2020 წლის პირველი მარტიდან დღემდე [29 მარტი] კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით სკოლების 50%-მდე თანამშრომელი [პედაგოგები და ტექნიკური პერსონალი] აიცრა.

პირველ ეტაპზე აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაუშვეს სკოლების 50 წელს ზემოთ პედაგოგებისთვის.

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აიცრნენ. მოგვიანებით კი დაიწყო ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციაც.

ასტრაზენეკას ვაქცინას სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ

მასალების გადაბეჭდვის წესი