ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ასტრაზენეკას ვაქცინას სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ

29 მარტი, 2021 • 569
ასტრაზენეკას ვაქცინას სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ

კორონავირუსის საწინააღმდეგო ასტრაზენეკას ვაქცინას საქართველოს მეზობლები, სომხეთი და აზერბაიჯანიც გამოიყენებენ.

სომხეთში COVAX პლატფორმის მეშვეობით, გუშინ, 28 მარტს უკვე ჩავიდა ვაქცინის 24 000 დოზა, რომელიც 65 წელზე მეტი ასაკის მქონე პირებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების ვაქცინაციას მოხმარდება.

აზერბაიჯანული გამოცემა apa.az-ის ცნობით, აზერბაიჯანი, რომელიც ასევე იყენებს ჩინეთის მიერ წარმოებულ ვაქცინას, COVAX-ის პლატფორმის მეშვეობით ასტრაზენეკას 432 000 დოზას მიიღებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, თუ როდის დაიწყება ამ ვაქცინის გამოყენება.


აზერბაიჯანში ვაქცინაცია 18 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აიცრნენ. მოგვიანებით კი დაიწყო ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციაც. ამჟამად მიმდინარეობს 40 წელს ზემოთ მყოფი პირების ვაქცინაცია.

სომხეთში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან შედარებით, ვაქცინაცია ყველაზე გვიან დაიწყო. ამ დროისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთში კორონავირუსის მესამე ტალღაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი