ახალი ამბები

რიგგარეშესაც წააგებს ოპოზიცია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – კობახიძე

29 მარტი, 2021 •
რიგგარეშესაც წააგებს ოპოზიცია, თუმცა რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – კობახიძე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ რიგგარეშე არჩევენბის არჩატარება არსებული მოცემულობაა.

მისი თქმით, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ნებისმიერი თეორიული დაშვება, მათ შორის პლებისციტი და საკითხის ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა, ოპოზიციის დამარცხებით დასრულდება.

“ვადამდელი არჩევნები არ იქნება, ეს არის მოცემულობა. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა განვიხილოთ, ეს არის მოცემულობა. სულ რომ თეორიულად წარმოვიდგინოთ იმ მოთხოვნების გათვალისწინება, რაც აქვს ოპოზიციას შესაძლო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, იქაც ყველაფერს წააგებენ. აქედან გამომდინარე, პლებისციტსაც წააგებენ, ბუნებრივია, და თვითმმართველობასთან მიბმულსაც წააგებენ და არჩევნები რომ ჩატარდეს, იმასაც წააგებენ, მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება”, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ განაცხადა, კრისტიან დანიელსონს მმართველი გუნდის წევრები დღეს, 6 საათზე ისევ შეხვდებიან, მანამდე კი “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო შეიკრიბება და კრისტიან დანიელსონთან განხილულ საკითხებზე იმსჯელებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი