ახალი ამბები

მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას 30 ივნისამდე გააგრძელებს

26 მარტი, 2021 •
მთავრობა ფქვილის სუბსიდირებას 30 ივნისამდე გააგრძელებს

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ხორბლის ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა 2021 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდა.

უწყების განცხადებით, პროგრამის ფარგლებში ერთ 50- კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა შეადგენს არაუმეტეს 20 ლარს და სუბსიდიის შედეგად, ბენეფიციარი ვალდებული იქნება, ერთი 50 -კილოგრამიანი ტომარა სუბსიდირებული პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის რეალიზაცია მოახდინოს არაუმეტეს 53 ლარად.

სამინისტროში აცხადებენ, რომ პროგრამის ბენეფიციარები გამოვლინდება სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვის გზით, სადაც მონაწილე დააფიქსირებს მისაღები სუბსიდიის ოდენობას და მოცულობას, ყოველ ერთ 50- კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე გადაანგარიშებით, რომლის რეალიზაციაც განხორციელდება პროგრამის პირობების შესაბამისად.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, სუბსიდირება განხორციელდება 2021 წლის 30 ივნისამდე ყოველთვიურად, არაუმეტეს 10 000 ტონა რეალიზებულ პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე.

ფქვილის სუბსიდირების პროგრამა 2020 წლის დეკემბრიდან მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი