სამოქალაქო ჯგუფები 3 აპრილს, 18 საათზე, პარლამენტის წინ აქციას გამართავენ და “კომენდანტის საათის” მოხსნასთან ერთად, ჯარიმების გაუქმებასაც მოითხოვენ.
როგორც სამოქალაქო აქტივისტმა შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, 3 აპრილს სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობა მოეწყობა და რამდენიმე ჯგუფი, საბოლოოდ, ფილარმონიასთან შეერთდება, შემდეგ კი ერთიანი მარშით პარლამენტისკენ წავლენ, სადაც დილამდე დარჩებიან.
“ჩვენი ხელისუფლება, რომელმაც ყველაზე ბოლოს უნდა გამოიყენოს ეს საშუალება [“კომენდატის საათი”], ერთი წელია, განუწყვეტლივ იყენებს და ამ დროს ნაცვლად იმისა, რომ მოამზადოს ინფრასტრუქტურა, მოამზადოს საინფორმაციო კამპანია და დაიწყოს ვაქცინაცია… აშკარაა, რომ ყველა შეზღუდვა, რაც არსებობს, არის პროტესტის შესაზღუდად.
ეს არ არის ჯანდაცცისა და ეკონომიკის კანონზომიერებიდან გამომდინარე, ეს არის პროტესტის და სამოქალაქო თავისუფლებების შესაზღუდად. ასე უსასრლოდ არ შეიძლება გაგრძელდეს. ამას მოსდევს როგორც ჯანმრთელობის მსხვერპლი, ისე ეკონომიკის მსხვერპლი, ისე ფსიქიკური ჯანმრთელობის მსხვერპლიც”, — განაცხადა დიღმელაშვილმა.
მისივე თქმით, აქციაში მონაწილეობას მიიღებენ შემდეგი სამოქალაქო ჯგუფები: “დროა”, “შეცვალე”, “სოცაფეთქება”, “დემოკრატიული მომავლისთვის”, “სირცხვილია”.