საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრ, ბილაინს კიდევ ერთი სიახლე აქვს აბონენტებისთვის – სასწავლო პლატფორმა „ციფრული ინდუსტრიის აკადემია“-სთან პარტნიორობის ფარგლებში ბილაინის მომხმარებლები სარგებლობენ 20%-მდე ფასდაკლებით აკადემიის კურსებზე.
„ციფრული ინდუსტრიის აკადემია“ სთავაზობს ტერნინგებს, კურსებსა და მასტერკლასებს ოთხი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით: დიზაინი, მარკეტინგი, ბიზნესი და IT დეველოპმენტი.
შეთავაზებით სარგებლობისთვის, აბონენტი გადადის ბილაინის პრომო კოდების პლატფორმაზე: https://promo.beeline.ge/; იღებს უნიკალურ ერთჯერად კოდს მის ნომერზე და შემდეგ უთითებს მას აკადემიის ვებგვერდზე, სასურველ კურსზე რეგისტრაციისას.
„ციფრული ინდუსტრიის აკადემია“ მსმენელებს სთავაზობს აუდიტორიაზე მორგებულ საგანმათლებლო სტრუქტურას, რომელიც მოიცავს ტრენინგებისა და მასტერკლასების ყველაზე ფართო სპექტრს ციფრულ სამყაროში.
მოწვეული ლექტორები სტუდენტებს ყოველდღიური სამუშაო პროცესიდან უზიარებენ რეალურ შემთხვევებსა და ტენდენციებს, რაც კარიერული წინსვლისთვის საჭირო ხედვებისა და უნარების განვითარებაში ეხმარებათ. თითოეული კურსის საგანმანათლებლო მიდგომა ითვალისწინებს პარტნიორი კომპანიებისგან შეთავაზებებს სტაჟიორისა და ექსპერტის პოზიციებზე.