ზუგდიდი-მესტიის გზის 98-ე კილომეტრზე, სოფელ დიზთან მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი ინფორმაციით, მეწყერის ჩამოწოლა, სავარაუდოდ, უამინდობას უკავშირდება. კლდოვანი მასის ჩამოშლას მოქალაქეებისთვის საფრთხე არ შეუქმნია.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.