ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში Covid19-ზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა| ოფიციალური სტატისტიკა

25 მარტი, 2021 • 826
აზერბაიჯანში Covid19-ზე ნახევარ მილიონზე მეტი მოქალაქე აიცრა| ოფიციალური სტატისტიკა

აზერბაიჯანის ოფიციალური სტატისტიკის შესაბამისად, ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი წარმატებულად მიმდინარებს და 25 მარტის მონაცემებით კორონავირუსის საწინაააღმდეგო ვაქცინით 502 174 მოქალაქე აიცრა.

სტატისტიკის თანახმადვე, მხოლოდ 24 მარტს კორონავირუსის წინააღმდეგ აცრა 20 650-მა ადამიანმა გაიკეთა.

აზერბაიჯანში ვაქცინაცია 2021 წლის 18 იანვარს ჩინური ფარმაცევტული კომპანია Sinovac-ის ვაქცინით დაიწყო.

დღეს, 25 მარტს, ოფიციალური მონაცემით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 1500-მდე შემთხვევა გამოვლინდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი