ახალი ამბები

2 მწყემსი რჩება მდინარის ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე – საგანგებო

25 მარტი, 2021 • 605
2 მწყემსი რჩება მდინარის ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნურ კუნძულზე – საგანგებო

სოფელ ქვახვრელში მტკვრის ადიდების შედეგად შექმნილ ხელოვნური კუნძულიდან მაშველებმა 4 მწყემსი გადმოიყვანეს, 2 კი ადგილზე რჩება. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურში ადასტურებენ.

სამსახურის ცნობით, ორივე მწყემსი ხელოვნურ კუნძულზე საკუთარი სურვილით დარჩა, რადგან ათეულობით შინაური ცხოველის დატოვება არ სურთ.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მიმდინარეობს წყლის დონის მონიტორინგი.

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვახვრელში ადიდებულმა მდინარემ ხელოვნური კუნძული გუშინ, 24 მარტს შექმნა, სადაც 6 მწყემსი საქონელთან, ცხვრებთან და თხებთან ერთად ჩარჩნენ.

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, მწყემსების გადმოყვანა გუშინვე იყო შესაძლებელი, თუმცა მათ თავად არ სურდათ ცხოველების დატოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი