“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ეხმაურება გუშინ, 23 მარტს აშშ-ის სენატში საქართველოს საკითხის განხილვას და აცხადებს, რომ ასეთი მძიმე შეფასებები მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო.
ბოკერიას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ეს ფაქტორი უნდა გამოიყენოს და გარე ზეწოლითა და ქვეყნის შიგნით პროტესტის გაგრძელებით მიზანს მიაღწიოს.
„არც მე მახსოვს და, ზოგადად, არ ყოფილა ამასთან მიახლოებული, არათუ მსგავი მძიმე საკომიტეტო მოსმენა სენატში საქართველოს ხელისუფლებისათვის. ერთადერთი, რასაც შეიძლება შევადაროთ, ისიც დისტანციურად, რადგან გარემოებები არ არის იდენტური, უნდა შევადაროთ ვარდების რევოლუციამდელ, სულ ბოლოს შევარდნაძის ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულებას.
დღეს მსჯელობა, სამწუხაროდ, ივანიშვილის რეჟიმის წყალობით არის იმაზე, თუ როგორ უფსკრულისაკენ მიაქანებს ეს ხელისუფლება ქვეყანას და რა უნდა მოიმოქმედონ ჩვენმა მეგობრებმა ამის შესაჩერებლად.
ეს უსიამოვნო საყურებელია, მაგრამ პარადოქსია, ამ ძალიან სახიფათო ვითარებაში ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ და უნდა ვეცადოთ, რომ გახდეს ფაქტორი, რომ ბოლომდე არ შეტოპოს ივანიშვილის რეჟიმმა და ამ გარე ზეწოლით, ქვეყნის შიგნით პროტესტთან ერთად, დროზე მოვიყვანოთ გონს”,-აცხადებს ბოკერია.
იღებს თუ არა ივანიშვილი დავალებებს რუსეთისგან? – სენატორის კითხვა და სახ.დეპის მაღალჩინოსნის პასუხი