ახალი ამბები

ცხინვალს ელექტროენერგია არ მიეწოდება – დაზიანების ადგილი უცნობია

24 მარტი, 2021 • 815
ცხინვალს ელექტროენერგია არ მიეწოდება – დაზიანების ადგილი უცნობია

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ელექტრ ენერგია წუხელ ღამიდან მოყოლებული არ მიეწოდება. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით თავად დე ფაქტო სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.

ცხინვალში მოქმედი ენერგოკომპანია “ენერგორესურსის” ინფორმაციით, დაზიანდა რუსეთიდან მომავალი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი, რომელიც ცხინვალსა და დანარჩენ დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიით ამარაგებს, თუმცა ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად სად მოხდა დაზიანება.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლები ხაზზე მომხდარ ავარიას დიდთოვლობასა და ქარბუქს უკავშირებენ.

უშუქობის გამო ცხინვალის საბავშვო ბაღებში სწავლა შეწყდა. გაკვეთილების პროცესს აგრძელებს მხოლოდ ორი ბაღი, რომლებიც დიზელის გენერატორებით არიან აღჭურვილი.

ფოტო გარეანზე cominf.org


დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ელექტროენერგიას რუსეთის ფედერაციიდან იღებს. რუსული გადამცემი ხაზი ენერგიის ერთადერთი წყაროა.

მასალების გადაბეჭდვის წესი