ახალი ამბები

“სენატში ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს” — ზარქუა

24 მარტი, 2021 •
“სენატში ოპოზიციას გაულაწუნეს და ყურები დაახიეს” — ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ სენატში საქართველოსთან დაკავშირებით დებატებისას ოპოზიციას “გაულაწუნეს და ყურები დაახიეს”.

ზარქუას თქმით, სენატორებისგან იმის ხაზგასმა, რომ პარლამენტს გარეთ “ქაოსი და დესტაბილიზაცია” რუსეთის ინტერესებში შედის, ოპოზიციისთვის ყურის აწევაზე მეტია.

“მოლოდინები ჰქონდათ ოპოზიციის წევრებს, რომ ახლა დაიწყება სენატში დებატები, სადაც მმართველ პარტიას ყურს აუწევენ. სინამდვილეში გუშინ მნიშვნელოვანი მესიჯები გაკეთდა. ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული “ქართულ ოცნებას” არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური კურსიდან და რეფორმებით კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან.

მეორე მესიჯი და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმის ხაზგასმა სენატორებისგან, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი რუსეთის ინტერესებშია და ამით არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც. ეს ყველამ უნდა გაითავისოს. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს”, —  განაცხადა ზარქუამ.


გუშინ, 23 მარტს აშშ-ის სენატის რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში საქართველოს საკითხთან დაკავშრიებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს მოუსმინეს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე ჯორჯ კენტმა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით მოხსენებისას განაცხადა, რომ ნიკა მელიას დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაამწვავა და აღნიშნული ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

კენტის თქმით, საქართველოში მიმიდნარე პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია როგორც დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, ასევე, პოტენციურად ზრდის მის მოწყვლადობას რუსული გავლენების წინაშე.

ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი