ახალი ამბები

პუტინი კორონავირუსზე აიცრება, თუმცა საჯაროდ — არა

23 მარტი, 2021 • 1124
პუტინი კორონავირუსზე აიცრება, თუმცა საჯაროდ — არა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს, 23 მარტს, კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებს, იტყობინება რუსული სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტი“.

როგორც გამოცემა წერს, პუტინმა ვაქცინის გაკეთება გუშინ, ვაქცინაციისთვის მიძღვნილ სხდომაზე დააანონსა.

თუმცა, განსხვავებით სხვა ლიდერებისგან, პუტინის ვაქცინაცია საჯარო არ იქნება. მისი პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პროცესის ამსახველი ფოტოების თუ ვიდეოების გავრცელება არ იგეგმება.

პესკოვის განმარტებით, „პრეზიდენტი ვაქცინაციის დღეს მუშაობას აპირებს“. მისივე ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი რუსეთში შექმნილი სამი ვაქცინიდან რომელიმეს გაიკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი