NDI-ის ცნობით, აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
NDI/CRRC-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 44% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. 25%-ის აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის წინ, ხოლო 22% ფიქრობს, რომ საქართველო არ იცვლება.
წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩატარდა, მცირედით გაზრდილია მათ რაოდენობა, ვინც თვლის, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.
კვლევაში ეს მონაცემები ჩაშლილია გამოკითხული ადამიანების სქესის, დასახლების, ასაკის და პარტიული სიმპათიების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ მათი უმეტესობა, ვინც არც ენმ-ის და არც “ქართული ოცნების” ამომრჩეველია, ფიქრობს (48%), რომ ქვეყანა არასწორი მიმართლებით მიდის.