ახალი ამბებირეკლამა

პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

23 მარტი, 2021 •
პაშა ბანკმა კრწანისის ტყე-პარკში ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში მიიღო მონაწილეობა

პაშა ბანკმა 21 მარტს, ტყეების საერთაშორისო დღეს, მონაწილეობა მიიღო CENN-ის მიერ ორგანიზებულ ხეების დარგვისა და დასუფთავების აქციაში, რომელიც კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა. ღონისძიებას მხარს უჭერდა ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, რომლიც 2012 წლიდან აღინიშნება ტყეების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. წლევანდელი თემა იყო ტყეების აღდგენა – გზა კეთილდღეობისაკენ. ამ დღის აღსანიშნავად, CENN-მა პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად კრწანისის ტყეპარკში ნერგები დარგო და „ნაშვილები“ ტერიტორიები დაასუფთავა.

პაშა ბანკმა 2 ჰექტრის ფართობის „ნაშვილები“ ტერიტორიის სუფთად შენარჩუნებაზე პასუხისმგებლობა 2018 წლის 22 აპრილს, დედამიწის დღეს აიღო, როცა ბანკი, ორგანიზაცია CENN-ის მიერ ინიცირებულ მასშტაბურ გარემოსდაცვით კამპანიას – „გარემოს გულისთვის” შეუერთდა. აღნიშნული პასუხისმგებლობა ითვალისწინებს წინასწარ „ნაშვილები“ ტერიტორიის პერიოდულად დასუფთავებას.

„პაშა ბანკის სახელით, მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზაცია CENN-ს აღნიშნული ინიციატივისთვის. ისინი ზოგადად, გამოირჩევიან გარემოსდაცვითი პროექტებით და ჩვენც სიხარულით ვუერთდებით ხოლმე, რადგან ეს მიმართულება ჩვენი კორპორაციულ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებთან ხშირად მოდის თანხვედრაში. იმედი მაქვს, რომ მომავალშიც ბევრ სასარგებლო საქმეს გავაკეთებთ ერთად ჩვენი გარემოსთვის“. – ანანო ქორქია, პაშა ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი.

პაშა ბანკი უკვე მეხუთე წელია პარტნიორების და თანამშრომლების სახელით, სხვადასხვა სახის გარემოსდაცვით აქტივობებს ახორციელებს.

პაშა ბანკის გარემოსდაცვითი აქტივობები:

[checklist]

  • 2020 წლის დადგომის მისალოცად, პაშა ბანკმა რუსთავში დარგო 2020 ძირი ელდარის ფიჭვი და ზეთისხილის ხის ნერგი;
  • 2019 წელს, აღდგომის დღესასწაულის მისალოცად, კამპანია „გაამწვანე ვარკეთილის“ ფარგლებში, პაშა ბანკმა ასი მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო;
  • 2019 წლის 21 მარტს, პაშა ბანკის თანამშრომლებმა კრწანისის ტყე-პარკში 2 ჰექტარი ფართობის ტერიტორია  მესამედ დაასუფთავეს;
  • 2017 წლის დადგომის მისალოცად პაშა ბანკმა 2017 ძირი ხე დარგო ბორჯომის მახლობლად, დამწვარი ტყის აღსადგენად. აღნიშნული აქტივობა პაშა ბანკმა 2018 წლის დადგომის მისალოცადაც გაიმეორა და 2018 ძირი ხის დარგვა დააფინანსა;
  • 2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „პირველი ნაბიჯის“ ეზოში  კავკასიური სოჭის ოცდაათი ხის დარგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ფონდის ბენეფიციარების საცხოვრებელ გარემოს;
  • 2017 წელს პროექტის „აღადგინე“ მხარდასაჭერად, ბორჯომის ტყის აღსადგენად პაშა ბანკმა 500 ძირი ხე დარგო;
  • 2017 წელს პაშა ბანკმა „აღადგინესთან“ და კომპანია „კრიალასთან“ ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც გულისხმობდა ორგანიზაციებიდან მაკულატურის შეგროვებას გადასამუშავებლად.  ყოველი შეგროვილი კილოგრამი ქაღალდის სანაცვლოდ კი, 13 თეთრი გადაირიცხა „აღადგინეს“ ანგარიშზე. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთო 110 კომპანია, შეგროვდა 19.5 ტონა მაკულატურა და ჯამში 300 ხის დარგვა დაფინანსდა;
  • 2017 წლის აღდგომის მისალოცად პაშა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 1000 ძირი ქართული და იმერული მუხა დარგო;
  • 2017 წლის გაზაფხულზე სოფელ კონდოლში, პაშა ბანკის მხარდაჭერით, როტარი კლუბი თბილისი ამბასადორის ეკო-პროექტი განხორციელდა, რომლის ფარგლებშიც გაშენდა სკვერი სკოლის ეზოში, დაირგო ხეები და ჩამოყალიბდა ეკო-კლუბი;
  • 2017 წლის 1 ივნისს, ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, Georgia Today-სთან ერთად, პაშა ბანკმა თბილისის ათ სკოლას ქართული სოჭის ნერგები საჩუქრად გადასცა.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი