ახალი ამბები

“ოცნება” – 23%, ენმ – 7%, სხვა პარტიები – 7% – NDI-ის რეიტინგი

23 მარტი, 2021 • 1031
“ოცნება” – 23%, ენმ – 7%, სხვა პარტიები – 7% – NDI-ის რეიტინგი

NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23% თვლის, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ქართულ ოცნება” დგას, 7%-სთვის კი- “ნაციონალური მოძრაობა”.

რაც შეეხება სხვა პარტიებს (ევროპული საქართველო, გირჩი-მეტი თავისუფლება, ლელო, პატრიოტთა ალიანსი, ლეიბორისტული პარტია, სტრატეგია აღმაშენებელი), ჯამურად გამოკითხულთა 7% მიიჩნევს, რომ მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს ეს პარტიებია.

ამასთან, გამოკითხულთა 40% მათ შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთ პარტიას ასახელებს, 14% კი უარს აცხადებს კითხვაზე პასუხის გაცემისაგან.

NDI-ის კვლევის მიხედვით, 2020 წლის დეკემბრის შემდეგ “ქართული ოცნების” რეიტინგი შემცირდა, ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” გაიზარდა. შემცირებულია ჯამურად სხვა პარტიების რეიტინგიც.  შედარებისთვის, NDI-ს წინა კვლევაში კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს,”31%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა, არცერთი პარტია დაასახელა 25%-მა, პასუხზე უარი განაცხადა 24%-მა, “ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა 5%-მა, ასევე 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 9%-მა სხვა პარტიები დაასახელა, მათ შორის, “პატრიოტთა ალიანსი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია”.


დღეს, 23 მარტს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი