ახალი ამბები

“ოცნება” – 31%, ენმ – 5%, სხვა პარტიები – 9% – NDI-ის რეიტინგი

25 იანვარი, 2021 • 1538
“ოცნება” – 31%, ენმ – 5%, სხვა პარტიები – 9% – NDI-ის რეიტინგი

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31% ყველაზე ახლოს საკუთარ თავს იდეოლოგიურად “ქართულ ოცნებასთან” ხედავს, რაც სხვა პარტიებთან შედარებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კითხვაზე, “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, გამოკითხულთა 31-მა პროცენტმა “ქართული ოცნება” დაასახელა, არცერთი პარტია დაასახელა 25%-მა, პასუხზე უარი განაცხადა 24%-მა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დაასახელა 5%-მა, ასევე 5%-მა უპასუხა, რომ არ იცის, ხოლო 9%-მა სხვა პარტიები დაასახელა, მათ შორის “პატრიოტთა ალიანსი”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, “გირჩი”, “ევროპული საქართველო”, “ლელო”, “ლეიბორისტული პარტია”.

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევის მიხედვით, “ქართული ოცნების” რეიტინგმა 2019 წლის ნოემბრის შემდეგ მოიმატა, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და სხვა პარტიების მაჩვენებელმა კი იკლო.


დღეს, 25 ინვარს გამოქვეყნებული კვლევა 17-24 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 2 053 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.1 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი