ახალი ამბები

23 მარტი: კორონავირუსის 528 შემთხვევა გამოვლინდა

23 მარტი, 2021 • 638
23 მარტი: კორონავირუსის 528 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 528 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, Covid-19-ის 528 შემთხვევა 20 903 ტესტის საფუძველზე გამოვლინდა, რომელთაგან  14 296 ანტიგენის, 6 607 კი  PCR ტესტი იყო.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.61%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.82%. ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 278 178-ს შეადგენს. ქვეყანაში ვირუსს, ჯამში, 3 714 ადამიანი ემსხვერპლა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 265
  •  აჭარა – 42
  •  იმერეთი – 84
  •  ქვემო ქართლი – 31
  • შიდა ქართლი – 20
  •  გურია – 19
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26
  • კახეთი – 17
  • მცხეთა-მთიანეთი – 13
  •  სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

მასალების გადაბეჭდვის წესი