პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მათ, ვისაც “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში წასვლა სურთ, გზა ხსნილი აქვთ.
ამის შესახებ ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებაზე საუბრისას თქვა. გახარიას თქმით, პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
“მე არ გამიგია, რომ ვინმეს “ქართული ოცნებიდან” წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს, ან თვითონ[გიორგი გახარია] თუ გადაწყვეტს, პოლიტიკაში აქტიური იყოს. თუნდაც გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი”, — განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, თავად გახარია გადადგომის შემდეგ არ უნახავს და ბოლოს უმრავლესობის სხდომაზე ნახა, სადაც ძალიან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატი შეჩერებულიყო.