ახალი ამბები

“ასტრაზენეკას” ვაქცინამ ახალ კვლევაში 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – The Guardian

22 მარტი, 2021 • 956
“ასტრაზენეკას” ვაქცინამ ახალ კვლევაში 79%-იანი ეფექტიანობა აჩვენა – The Guardian

ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ასტრაზენეკას Covid-19-ის ვაქცინა 79%-ით ეფექტურია სიმპტომებით გამოხატული კორონავირუსული ინფექციის მიმართ. ასტრაზენეკას ცნობით, შესაბამისი კვლევა აშშ-ში, ჩილესა და პერუში ჩატარდა. კვლევაზე დაყრდნობით ასტრაზენეკა” აცხადებს, რომ ვაქცინა 100%-ით ეფექტურია დაავადების მძიმედ მიმდინარეობის წინააღმდეგ. The Guardian-ის ინფორმაციით,  კვლევაში მონაწილეობა ყველა ასაკობრივი ჯგუფიდან 32 ათასმა ადამიანმა მიიღო.

“ასტრაზენეკა” ასევე აცხადებს, რომ დამოუკიდებელმა კომიტეტმა სისხლის კოლტებზე სპეციალური მოკვლევა ჩაატარა და თრომბის რისკი გამოკვლევაში მონაწილე 21 583 ადამიანის შემთხვევაში არ გაზრდილა. ამ ადამიანებს ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა მაინც ჰქონდათ მიღებული.

The Guardian წერს, რომ აშშ-ში ჩატარებული ცდის შემდეგ კომპანია იმედოვნებს, რომ ევროპის ქვეყნებში ვაქცინის ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნება. აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში 32 500 ადამიანი მონაწილეობდა, რაც გამოცემის ცნობით, ყველაზე დიდი ცდაა, რომლებიც ვაქცინის გამოცდის პეროდში ჩატარებულა. მათგან დაახლოებით 20% 65 წლის ან ზემოთ იყო. The Guardian-ის ინფორმაციით, კვლევის შედეგები აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) გაეგზავნება, რომელმაც რამდენიმე კვირაში უნდა გადაწყვიტოს, დაამტკიცებს თუ არა “ასტრაზენეკას” ვაქცინას, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) და ევროპის წამლის რეგულატორმა სააგენტომ უკვე მიანიჭეს ავტორიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი