ახალი ამბები

წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა

22 მარტი, 2021 • 552
წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს ეკონომიკა 6.2%-ით შემცირდა

საქსტატის წინასწარი ინფორმაციით, 2020 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ დაახლოებით 49.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რეალური მშპ კი გასულ წელს 6.2%-ით შემცირდა.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა (14.5%); უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.7%). შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.8%), მშენებლობა (8.9%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (8.4%).

2020 წელს ყველაზე მეტად, თითქმის 38%-ით შემცირდა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები.

საქსტატის თანახმად, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (7.9%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (3.6%), განათლება (3.1%) და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი