ახალი ამბები

გამყრელიძე: მეგი ბაქრაძე საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება

19 მარტი, 2021 • 2668
გამყრელიძე: მეგი ბაქრაძე საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთხვამს და აცხადებს, რომ მეგი ბაქრაძის სახელი მედიცინის ისტორიაში დარჩება.

გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკის ათობით შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, თუმცა მეტწილად ის სხვადასხვა მედიკამენტებზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული და ნაკლებად ვაქცინაციით:

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის სახელით მინდა გამოვხატო ჩვენი ღრმა მწუხარება ამ ძალიან მძიმე ფაქტთან დაკავშირებით, რაც ჩვენი კოლეგის გარდაცვალებას და ვაქცინაციის პროცესს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ანაფილაქსიური შოკი ბევრჯერ ითქვა, წლის გნამავლობაში ბევრ ქვეყანასი ფიქსირდება. მედიცინა აბსოლუტური არ გახლავთ და სამწუხაროდ, ვისაც უექიმია ამ ტიპის ტრაგედიებთან შეხება ჰქონდა. პირდად ჩემთვის ეს ძალიან მძიმეა, იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების აქტიური ნაწილი იმ დარგს მივუძღვენი, რომლის გართულებაზეც ახლაა საუბარი და მინახავს ათეულობით შემთხვევა ანაფილაქსიური შოკის. ჩვენ წლის განამვლობაში რამდენიმე ათეული ანაფილაქსიის შემთხვევა გვაქვს, მაგრამ ისინი არ იყო გმაოწვეული ვაქცინაციით. უხშირესი მიზეზი სხვადასხვა სახის მედიკამენტებია” – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მისი თმით, მეგი ბაქრაძის სახელი ქართული მედიცინის ისტორიაში დარჩება, რამდენადაც გამყრელიძის თქმით, მას ღრმად სჯეროდა იმუნიზაციის მნიშვნელობის და ვაქცინაციის შემდეგ კოლეგებსაც მოუწოდა კორონავირუსის საწინაარმდეგო ვაქცინით აცრილიყვნენ:

“ამიტომ, ვაქცინაციის პროცესში ამ ტიპის გართულება და მისი დაფიქსირება არის ძალიან მძიმე და ალბათ ჩვენი კოლეგა, მეგი საქართველოს მედიცინის ისტორიაში დარჩება. მან აცრის შემდეგ ინტერვიუ მისცა და მოუწოდა სამედიცინო საზოგადოებას აცრებისკენ იმიტომ, რომ მას ღრმად სჯეროდა, რომ იმუნიზაცია გახლავთ ის პროცესი, რომელმაც უნდა დაამთავროს ეს მძიმე პანდემია, რომელმაც 1 წლის განმავლობაში საქართველოში შეიწირა დაახლოებით 3 600 ადამიანი, მსოფლიოში კი – 2.6 მილიონი ადამიანი.

ალბათ გამიგებთ, რომ ეს ძალიან მძიემ დაღია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც დღეს მედიცინაშია და განსაკუთრებით კოვიდთან ბრძოლის პროცესში. რა თქმა უნდა, ემოციურად ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ ცივი გონებით როდესაც ამას აწონით აცრასთან და იმ სარგებელთან რომელმაც უნდა დაასრულოს კოვიდთან ბრზოლის პროცესი, არაფერი სხვა არ გახლავთ და ვერც იქნება” – აცხადებს ამირან გმაყრელიძე.

27 წლის ახალციხელი ექთანი დღეს, 19 მარტს, გარდაიცვალა. ექთანს “ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ, 18 მარტს, დაუფიქსირდა.

ექთანი, თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინვე გადაიყვანეს. დღეს, 19 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერისტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა, რომ მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო.

ევროპის წამლის სააგენტოს განცხადებით, ბრიტანულ-შვედური კომპანიის, „ასტრაზენეკას“ ვაქცინა „უსაფრთო და ეფექტურია. ამის შესახებ დღეს, 18 მარტს, ცოტა ხნის წინ განაცხადეს ევროპის წამლის სააგენტოს საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც „ასტრაზენეკასა“ და თრომბოზის შემთხვევებს შორის კავშირს ეხება. ევროპის წამლის სააგენტოს ჯანდაცვის ექსპერტები მთელი დღის განმავლობაში განხილავდნენ ამ საკითხს. დღეს ბრიფინგზე ასევე განაცხადეს, რომ გაარძელებენ კვლევებს.

სპეციალისტების განმარტებით, ყველა ვაქცინას ახასიათებს გარკვეული გვერდითი მოვლენები, როგორიცაა სისუსტე, ინექციის ადგილის ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე, ტემპერატურის მატება, ალერგიული რეაქცია, რომელიც იშვიათ შემთხვევებში ვლინდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი