თეა წულუკიანი დაინიშნა კულტურის,სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად.
მთავრობა ოფიციალურ განცხადებაში ამბობს, რომ ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.
პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.